LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat და Chrysler Google-ს ავტოპილოტს გამოიყენებენ

36

როგორც უცხოური პრესა იტყობინება, Fiat-ისა და Chrysler-ის უახლესი მოდელები, Google-ის ავტოპილოტით აღიჭურვებიან. გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, მსგავსი სისტემით აღჭურვილი პირველი ავტომობილი Chrysler Pacifica იქნება.

კომპანია Google უკვე 9 წელია რაც ავტოპილოტის გაუმჯობესებაზე მუშაობს და დიდ ყურადღებასაც იქცევს განსაკუთრებით კი ამერიკაში. ყველას კარგად მოეხსენება ის ფაქტი, რომ სწორედ ამერიკა ითვლება პიონერ ქვეყნად, რომელმაც უპილოტო ავტომობილების გამოყენება დააკანონა და სწორედ ამის გამო, დიდი ყურადღება ექცევა მსგავს პროგრამებსა და ტესტირებებს.

რაც შეეხება Google-ს, რამდენიმე ხნის წინ კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებას General Motors-თან, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ ორ კომპანიას შორის მოლაპარაკება ჩაიშალა, რისი მიზეზიც ამ ეტაპზე უცნობია.

ამ ეტაპზე Google-ს უპილოტო ავტომობილების რიცხვი რამდენიმე ათეულს შეადგენს, რომლებლაც შეძლეს და ტესტირების რეჟიმში, მძღოლის ჩარევის გარეშე უკვე 2 მილიონი კილომეტრი მანძილის დაფარვა შეძლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები