LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი წამითაც არ მგონია, რომ ხალხზე ფიქრობთ და მაგიტომ არის ეს ჯარიმები … ყოველ დღე მომდის 50 ლარი”- სტეფანე მღებრიშვილი

401
სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ თბილისში არსებულ, ერთ-ერთ საგზაო მონაკვეთზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტი უსარგებლოა და მოძრაობას აფერხებს:

 „ძველ თბილისში რომ გრძელი გვირაბია, იქიდან რომ გამოდიხარ სანაპიროზე, სოკარის ოფისამდე არის გზატკეცილი, სადაც 70 სიჩქარე, სავსებით ნორმალურია. პირიქით 50 როცა მოდიხარ, შენს უკან სერიოზულად აფერხებ მოძრაობას და საცობს ზრდი… მოკლედ 1 თვეა დააწესეს ლიმიტი 50, რაც ძალიან რთულია გააკონტროლო და 60 ზე უკვე მოგდის ჯარიმა – 50 ლარი. მანდ არც ფეხით დადის არავინ და არანაირი საშიშროება არ არსებობს. ყოველ დღე მომდის ჯარიმა – 50 ლარი. ერთი წამითაც არ მგონია, რომ ხალხზე ფიქრობთ და მაგიტომ არის ეს ჯარიმები. უბრალოდ აღარ იცით ვინ როგორ გაატყავოთ. პირადად ჩემგან მოკითხვა, ვინც მაგ მონაკვეთში ეგ სიჩქარე დააწესა”, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

მომღერალი კომენტარებში პარკირების სირთულეებზეც წერს და ამბობს „პარკირება ცალკე სიგიჟეა, 20 მეტრზე 1 მანქანის ადგილს ტოვებენ, დანარჩენზე თუ დააყენე მანქანა და არავის უშლი, ეგეც 50 ლარი”.

ძველ თბილისში რომ გრძელი გვირაბია, იქიდან რომ გამოდიხარ სანაპიროზე, სოკარის ოფისამდე არის გზატკეცილი, სადაც 70 სიჩქარე,…

Posted by Stephane Mgebrishvili on სამშაბათი, 23 აპრილი, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g