CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
პაკეტი ოთხ კანონპროექტს აერთიანებს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ შაბათს ცალ-ცალკე დაუჭირა მხარი.
ის უზრუნველყოფს თითქმის 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის, 26 მილიარდ დოლარზე მეტს – ისრაელისთვის და 8 მილიარდ დოლარზე მეტ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინამ ევროკავშირთან მიახლოების დიდი გზა გაიარა.
მეოთხე კანონპროექტი ზრდის სანქციებს რუსულ აქტივებზე და ჩინურ კომპანია ByteDance-ს დაახლოებით ცხრა თვეს აძლევს TikTok-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ app stores-ში აიკრძალება.
სენატის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.