კომპანია Lamborghini-მ თავის ისტორიაში პირველი ჰიბრიდული კროსოვერი წარადგინა. სიახლეს Urus Se დაარქვეს. ჩვეულებრივი „ურუსისგან“ სიახლე არამხოლოდ დიზაინით, არამედ ძრავითაც განსხვავდება, რომლის შემადგენლობაშიც V8 4.0 შედის.
URUs Se-ს სიმძლავრე 800 ცხენის ძალას შეადგენს, რაც ბევრად მეტია ვიდრე URus PErformante-ს მაჩვენებელი. თუმცა, 100 კილომეტრამდე გახურებისას ჰიბრიდი ცოტას თმობს, 3,4 წამით 3,3 წამის წინააღმდეგ. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის ცოტა უფრო მეტი აქვს, საათში 312 კილომეტრი.