LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის ხიდის ქვეშ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

44

დღეს 00:00 საათიდან – 15 მაისის 09:00 საათამდე მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, დადაბლდა ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზრდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.

აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად მიმდინაორებს სამუშაოების ბოლო ეტაპი. უნდა დაიგოს ასფალტის ზედა ფენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები