LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია“

175
შალვა პაპუაშვილი

„კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი, ბევრი მიზეზის გამო, ნულია – როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება“, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ, უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა რისკს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.

პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის, „ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მიაქციონ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები“.

31 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს: „შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს EU-ს მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება“

„მოგიწოდებთ, დაიკავოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას.“

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ნული არის ამის შანსი [მოხსნის შანსი], ბევრი მიზეზის გამო. როდესაც ასახელებთ ევროპარლამენტის წევრებს, იგივე ევროპარლამენტის წევრები და ევროპარლამენტიც, საბოლოო ჯამში, რეზოლუციის სახით გვთხოვდა, მოითხოვდა, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და ამას ასახელებდა, როგორც წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის – სააკაშვილის გათავისუფლებას.

ვნახეთ, რომ სააკაშვილი არ გათავისუფლდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროპარლამენტის იგივე დეპუტატები საქართველოსგან ითხოვდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ამით, ფაქტობრივად, საქართველო შეგვეყვანა სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ამას ითხოვდნენ და იყო წინაპირობა, რომ ევროკავშირის სანქციები გაგვეზიარებინა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინა ჩვენთვის. ვნახეთ, რომ სანქციები არ დაწესდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროკომისია, როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება.

მათი გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის. ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, რეზოლუციების ტექსტებს საქართველოსთან მიმართებით წერდნენ „ნაციონალური მოძრაობის“მიერ დაქირავებული ლობისტები.

„თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება, შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა” – ევროპარლამენტარი თიის როიტენი

„ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ამერიკაში მოქმედი ქართული კანონის შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ თურმე არ ამ რეზოლუციების ტექსტს წერდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტები და ტექსტებს „უცურებდნენ“ ევროპარლამენტს, რომ მათ ეს მიეღოთ. პირდაპირ ვნახეთ, ეს ხომ რეესტრში წავიკითხეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტების მომზადება იყო ერთ-ერთი საქმიანობა, რომელსაც ამერიკელი ლობისტები ეწეოდნენ.

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე: „არ ვიცი, მილერი რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგეს“

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, მთავრობას. აქედან გამომდინარე, ეს არ ცოდნა ან სიცრუე“.

ასე რომ, როდესაც ჩვენ აქ, ვხედავთ პოლიტიკურ კორუფციის პირდაპირ მინიშნებებს, ამ ხალხის მიმართ ნდობა არ არსებობს. მათი განცხადებები არის ჩვეულებრივი პარტიული განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველებისა, ეს ერთი და მეორე – ევროკომისიის მხრიდანაც არის ცხადი პოზიცია, რომ არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტარების განცხადებები.

ეს არის მათი ინდივიდუალური პოლიტიკური აქტივობა მით უმეტეს, რომ ერთ თვეში ექნებათ არჩევნები და ამ პარლამენტარიდან, რომელი დარჩება ევროპარლამენტში და რომელი არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი: „ხელისუფლების პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას EU-ს წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება – სინამდვილეში, საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით შეაჩეროს“

mazda magti 5g