LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე: „არ ვიცი, მილერი რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგეს“

189
მაკა ბოჭორიშვილი და მეთიუ მილერი

„მე არ ვიცი, ბატონი მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ, ძალიან კარგად გაიგო, რას წარმოადგენს ამერიკული FARA“, – ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, საქართველოს მოქალაქეებმა ასევე კარგად იციან, როგორ ხდება ამერიკული კანონის FARA-ს აღსრულებისას, ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება:

„ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ – მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს”, – წერს მილერი.

„საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ, ძალიან კარგად გაიგო, რას წარმოადგენს ამერიკული FARA, როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება და იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არის მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე.

„ეე, მეთიუ, არ იუ ქიდინგ, მაი ფრენდ?“ – ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, მთავრობას. აქედან გამომდინარე, ეს არ ცოდნა ან სიცრუე რისთვის არის განკუთვნილი“. – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ – შალვა პაპუაშვილი

magti 5g