LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეე, მეთიუ, არ იუ ქიდინგ, მაი ფრენდ?“ – ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს

187
Untitled design (2)

„ეე, მეთიუ, არ იუ ქიდინგ, მაი ფრენდ?არ იუ ქიდინგ, მაი ფრენდ? რაზეა საუბარი“? – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ.

„საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დასანქცირდნენ, დღემდე ველოდებით, კონკრეტულად რის საფუძველზე – რა არგუმენტებით.

შეგახსენებთ კიდევ ერთ ქეისს დასანქცირებულის – მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოპარა რუსთავი ორს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებთ, იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო და ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს და ვინც აბულინგებებდით ამ მოსმაართლეებს და მისი ოჯახის წევრებს.

რაზეა საუბარი და რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, საქართველო, მათ შორის თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის ნატოს 11 სახელმწიფოს. მათ შორის, საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მეტი, მათ შორის, თქვენი კვლევებით გაკეთებული, შეგახსენებთ, თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში თქვენი მოსახლეობა მხოლოდ 25% გენდობათ. ვოთ არ იუ თოლქინგ ებაუთ, მაი ფრენდ? გაოგნებული ვარ“. – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „ხელისუფლებას მოუწოდა, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა გახდა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე შტატების გადაწყვეტილების საფუძველი.

„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე,

[დაწესდა] ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

პოპულალურები