LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „10 და-ძმიდან ყველა ვმღერით“- როგორ მღერის გიორგი ჭელიძე, რომელიც ფიზიკოსობაზე და მათემატიკოსობაზე ოცნებობს

244
პატარების დიდი შოუ

„პატარების დიდ შოუს“ გიორგი ჭელიძე სტუმრობდა. წამყვანმა დუტა სხირტლაძემ ის ორიგინალურად წარადგინა.

„იყო და არა იყო რა. ერთ სახლში ცხოვრობდა 6 ძმა და ოთხი და. ხომ ზღაპრის დასაწყისს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში არსებობს თბილისში ასეთი სახლი და ერთ-ერთი წარმომადგენელი ახლა ჩვენთან სტუდიაში შემოვა“. – აღნიშნა დუტა სხირტლაძემ და სტუდიაში გიორგი ჭელიძე შემოვიდა.

როგორც გიორგიმ აღნიშნა, ყველა და-ძმა მღერის. თავად კი აპირებს, როცა გაიზრდება მომღერალი, ფიზოკოსი, ან მათემატიკოსი გამოვიდეს.

გიორგიმ გადაცემაში გია მაჭარაშვილის სიმღერა, „ვარდებსა და გვირილებში“ შეასრულა. მისმა ნამღერმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

„კეთილი, თვალციმციმა გიორგი, ბევრი წარმატება შენ“,

„კარგი ბიჭი ხარ!!! როგორ კრიალა ხმა აქვს!“,

„იმრავლეთ ჭელიᲫეებო!“, – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g