LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახლაც ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს, კაი, რა, რა საყურეო, ვინ გეკითხება?! რაც გინდა, ის უნდა გააკეთო…“ – რას ამბობს ეკა ხოფერიასთან დუტა სხირტლაძე

324
დუტა სხირტლაძე

ეკა ხოფერიამ თავის პოდკასტში უმასპინძლა მსახიობ დუტა სხირტლაძეს, რომელიც დიდი ხანია, ეკრანზე აღარ გამოჩენილა.

დუტა სხირტლაძე:

ვერ ვხვდები, რომ დავბერდი. ტვინი ვერ ხვდება. მე ვარ დარჩენილი „სარდაფში“, მაგ ასაკში ვარ ჩარჩენილი, პირველი სპექტაკლი რომ ვითამაშე. აზროვნება, ჩამოყალიბება 28 წლის ასაკში მთავრდება. მერე რაღაც დროს გადაწყვეტ, რომ დაბერდი, მე ჯერ არ გადამიწყვეტია. მიყვარს, არ ვიყო ჯაჯღანა მშობელივით. მიყვარს, როცა ჩემს შვილებს ვუსმენ და არ ვარიგებ ჭკუას. მაქსიმალურად ხელს ვუწყობ, რომ ისე იცხოვრონ, როგორც თავად უნდათ. ერთმანეთის სანდოობა უნდა მოვიპოვოთ. არ არის სწორი, რომ მე შენზე მეტი ვიცხოვრე და უფრო ჭკვიანი ხარ. მილიონ სისულელეს ვაკეთებ, საყურე დავირჭე, რომ კომუნიზმისგან გავთავისუფლდე. ახლაც ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს, კაი, რა, რა საყურეო, ვინ გეკითხება?! რაც გინდა, ის უნდა გააკეთო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები