LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უნამუსობის პიკი იყო, მაგრამ მეც არანაკლები გამიკეთებია…“ – რისთვის უხდიან ერთმანეთს ბოდიშს ეკა ხოფერია და ინგა გრიგოლია

963
ინგა გრიგოლია და ეკა ხოფერია 1

ეკა ხოფერია ჟურნალ „სითისთვის“ გადაღებულ ინტერვიუში, სადაც მისი სტუმარი ინგა გრიგოლიაა, იხსენებს მათ მძაფრ კონკურენციას იმ დროს, როდესაც ორივეს პოლიტიკური თოქშოუ მიჰყავდა.

„ჩვენი კონკურენცია იქამდე მივიდა, რომ ორივეს გადაცემა 11 საათზდე იწყებოდა და არ მახსოვს, რომელმა არხმა დაიწყო, მაგრამ ხუთი წუთით ადრე იწყებდა ერთი, რომ მეორესთვის დაესწრო… რომ მეგონა, რომ გოდერძი ჩოხელი მე მყავდა და მქონდა ექსკლუზივი, ინგა გრიგოლიამ ჩაწერა… უნამუსობის პიკი იყო, მაგრამ მეც არანაკლები გამიკეთებია… ჩავრთე და ინგას ძალიან გახარებული სახე ჰქონდა, მეთქი, რა უხარია და თურმე გოდერძი ჩოხელი ჰყავს ჩაწერილი…“

ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ეკა ჩხეიძის გადაცემაში ეკას ამის გამო ბოდიში მოუხადა.

„მე არ მოვყვები ჩემს სამარცხვინო ამბებს, მაგრამ მეც ბოდიშს გიხდი“, აღნიშნავს ეკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები