დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის სტატუსს აქვეყნებს, სადაც დეკანოზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
„დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადება:
გუშინ ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან ერთად 6000 გარეჯელი მოწამე ბერის ხსენების დღეც იყო, გილოცავთ სრულიად საქართველოს დაგლოცოთ და შეგეწიოთ, თუმცა
გულისტკივილი შევცქერი მიმდინარე მოვლენებს და ვეკითხები საკუთარ თავს რა განსხვავებაა 1616 წლის აღდგომის დღეს წამების ნებართვის გამცემებსა და 2024 წელს სააღდგომო დღეებში ჩვენი მომავალის- ახალგაზრდების დასჯის ბრძანების გამცემებს შორის?
და კიდევ სად გაქრა მოწოდება ” გარეჯი საქართველოა” ?!
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!”- წერს თორნიკე მამალაძე.
დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებს: გუშინ ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან ერთად…
Posted by თორნიკე მამალაძე on ოთხშაბათი, 08 მაისი, 2024