LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა.. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე და არა სანახაობა“ – პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი მამალაძე მიმართვას ავრცელებს

149
Untitled design (1)

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელმაც 14 თებერვალს, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, სამადლობელ წერილს ავრცელებს.

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა თავისუფალია!“ – დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

მიმართვაში, რომელსაც დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, აღნიშნულია, რომ გიორგი მამალაძეს პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია:

„შვიდწლიან პყრობილებაში ყოფნის შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფს, მსურს მადლიერება გამოვხატო, შეძლებისდაგვარად პერსონალურად, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მიმსუბუქებდნენ სატუსაღოში ყოფნის ჯოჯოხეთურ პერიოდს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა უფალს ჩემი ცხოვრების თითოეული წამისთვის. მადლობა ჩემს ოჯახს 7-წლიანი ბრძოლისა და გვერდში დგომისთვის, მადლობა ჩემს მეგობრებსა და სულიერ შვილებს..

მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია.

საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ.

ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე – არა სანახაობა, არამედ – სიმართლე.

როგორც მაცხოვარი ბრძანებს: “არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“, – აღნიშნულია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართვაში.

„არ ვაპირებთ მიმალვაში ყოფნას.. პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხი გაეცემა.. ჩემს ძმას არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს“ – რას ამბობენ პატიმრობიდან გათავისუფლებული დეკანოზი და მისი ძმა, თორნიკე მამალაძე

„ივანიშვილმა პირადადაც მითხრა, თქვენზე მეტი ვიცი, რა ხდება საპატრიარქოში.. მისი დიდი სურვილი იყო, გიორგი მამალაძე გამოსულიყო ციხიდან…“ – პეტრე ცაავა

ცნობისათვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განმარტავს, ე.წ. ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი გახდა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე. გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა.

დეკანოზი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები