LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, ქარი, ელჭექი, სეტყვა – როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

3222
უამინდობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე  3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.     

სააგენტოს ცნობითვე, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

როდის გამოიდარებს საქართველოში: „მომდევნო კვირის პირველი ნახევარი ძალიან გრილი იქნება, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება და ძლიერი წვიმა“

„ამის შესახებ „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა“.

დასავლეთ საქართველოში – უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +2, +7°.

აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +8, +13°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +3, +8°.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები