LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივხვდი, რომ ეგრე ცხოვრებაში არც ერთ ქალს არ შემოუხედავს ჩემთვის როგორც მიყურებს თინა”- კახა კინწურაშვილი

11229
კახა კინწურაშვილი

მსახიობმა კახა კინწურაშვილმა გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”, შვილის – პატარა თინას შესახებ ისაუბრა. მსახიობი ემოციურად საუბრობს, თუ რა შეგრძნება დაეუფლა მაშინ, როცა ის პირველად დაინახა:

„თინა რომ დაიბადა და რომ გაასწორა ფოკუსი, მივხვდი, რომ ეგრე ცხოვრებაში არც ერთ ქალს არ შემოუხედავს ჩემთვის როგორც მიყურებს თინა. ეს იმხელა გამოწვევაა, რომ შენ ამაში არ ჩარჩე და არ დაიწყო იდეალური მამის თამაში.

მე მგონი გოგონებისთვის ეგ არის მთავარი პრობლემა. მერე გოგონები რომ იზრდებიან იწყებენ იდეალური კაცის ძებნას, იდეალური კაცი კი როგორც ვიცით არ არსებობს. შესაბამისად ჩვენ გოგონების მამებმა შვილებს უნდა ვანახოთ ჩვენი თავი, ტკივილებით მარცხებით, რომ მიხვდნენ ჩვენც ადამიანები ვართ და არ დაიწყონ იდეალური კაცების მოძებნა და უბრალოდ იპოვონ საყვარელი ადამიანი”-ამბობს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g