LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ახალგაზრდების ლამაზი ფოტოების უკან ბინძური წარსულის მქონე პოლიტიკოსები დგანან“

240
ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებს ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ „ახალგაზრდების ლამაზი ფოტოების უკან ბინძური წარსულის მქონე პოლიტიკოსები დგანან“, მათი გეგმა კი რევოლუციაა.

„რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო თვალნათლივ გამოჩნდება

1.⁠ ⁠არანაირი რუსული კანონი არ არსებობს

2.⁠ ⁠მთელი ეს არეულობა მხოლოდ და მხოლოდ ხელმოცარული ოპოზიციის გეგმებს ემსახურება

3.⁠ ⁠გეგმა ნათელია – რევოლუციური სცენარის გარდა ვერაფერი ვერ აბრუნებს მათ ხელისუფლებაში, ზურა გირჩმა ეს ჩანაწერი ცოტა ძველიაო, დიდი ხანია გეგმავენ ამ ყველაფერს

4.⁠ ⁠აქციებისთვის საგანგებოდ შეარჩიეს – ახალგაზრდობა და ყველასთვის ესოდენ მტკივნეული თემა – რუსეთი

5.⁠ ⁠ახალგაზრდების ლამაზი ფოტოების უკან, ბინძური წარსულის მქონე პოლიტიკოსები დგანან

6.⁠ ⁠ემოციური პოსტების უკან, საკუთარი ხალხის და ქვეყნის მოძულე ხალხი დგას. მაგალითისთვის კვარაცხელიას გინების მოყვანაც კი საკმარისია ამის ნათლად დასანახად

7.⁠ ⁠ძალადობა ნაცების და მისთანების ხელწერაა. ამას გამოიყენებენ ნებისმიერ დროს საკუთარი მიზნების მისაღწევად

8.⁠ ⁠მოძალადე პოლიტიკოსები ვერ გაიმარჯვებენ, ისინი მხოლოდ უკეთ დაგვანახებენ თავიანთ სახეს

9.⁠ ⁠გამჭვირვალობის კანონი აუცილებელია“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

magti 5g