„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, „TV იმედი“ ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს.
„ტელეკომპანია „იმედი“ გადაცემების წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს.
ეკატერინე ამირეჯიბი მთავრობას მიმართავს: „როდესაც ძალაუფლების სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება… „ევროპულ ქალაქს“ როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში…“
„პირველ რიგში, თქვენ ხართ ვალდებული ამ ბეწვის ხიდზე რაც დღეს შეიქმნა, ყველაზე ფრთხილად და უსაფრთხოდ გაატაროთ საკუთარი მოქალაქეები“
ამბავს ,,მედიაჩეკერს” რამდენიმე წყარო უდასტურებს. ინფორმაცია სხვა წამყვანების მიერ ტელევიზიის დატოვებაზეც ვრცელდება“, – წერს ორგანიზაცია.