თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“
კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წერს.
მისი თქმით, მთავრობამ დასავლელ პარტნიორებთან კომპრომისი უნდა გამონახოს.
„აუცილებელია, რომ მთავრობამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან გამონახოს კომპრომისი, დასავლური დემოკრატია არის ერთადერთი ხსნა ამ ქვეყნის განვითარების გზაზე, ველოდები პოზიტიურ ცვლილებებს ამ მიმართულებით.
ასევე, მჯერა, რომ ყველა ფაქტზე სადაც თვალსაჩინოა ძალადობა, პოლიცია მოახდენს რეაგირებას და დასჯის ყველა იმ პირს, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობა მიიღო“, – წერს კონსტანტინე ზარნაძე.
,,არა რუსულ კანონს!” – პარლამენტთან აქცია 10:00 საათიდან განახლდება
აუცილებელია, რომ მთავრობამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან გამონახოს კომპრომისი, დასავლური დემოკრატია არის ერთადერთი ხსნა…
Posted by კონსტანტინე ზარნაძე • Konstantine Zarnadze on Monday, May 13, 2024