LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა შენგელია: „არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო – ბერიკაშვილი კავკასიის უნივერსიტეტში ყველაზე სუსტი დეკანი და ზარმაცი თანამშრომელი იყო, მისი საქციელი სამარცხვინოა“

286
კახა შენგელია და სოსო ბერიკაშვილი

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ყოფილი დეკანისა და ეკონომიკის ექსპერტის, სოსო ბერიკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

„ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო,

რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

„კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი, ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება… უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება”- ნიკო ნერგაძე

მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში იყენებს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის.

„ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო… ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?!“ – კახა შენგელია კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ყოფილ დეკანს, სოსო ბერიკაშვილს პასუხობს

„29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა ჩემი გაშვება სამსახურიდან მოსთხოვა, რადგან „ბიძინას ვაგინებდი“.

საჯაროდ ვაცხადებ არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო. ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოსდაბოლოს იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა“. – წერს კახა შენგელია.

ლევან ბერძენიშვილი: „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს“

ინფორმაციისთვის, ლექტორების მიერ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაწყვეტა, უმაღლესი სასწავლებლის პოციზია გახდა. კავკასიის უნივერსიტეტი იმ 38 სასწავლებელს შორისაა, რომელთა ადმინისტრაციებმაც განაცხადეს, რომ სტუდენტების საპროტესტო ნაბიჯს ემიჯნებიან და რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“.

„უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე“ – კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ 2 ლექტორი, დავით ქაშიაშვილი და სალომე უგულავა ტოვებს

ინფორმაციისთვის, ლექტორების მიერ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაწყვეტა, უმაღლესი სასწავლებლის პოციზია გახდა. კავკასიის უნივერსიტეტი იმ 38 სასწავლებელს შორისაა, რომელთა ადმინისტრაციებმაც განაცხადეს, რომ სტუდენტების საპროტესტო ნაბიჯს ემიჯნებიან და რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“.

ინფორმაციისთვის, ლექტორების მიერ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაწყვეტა, უმაღლესი სასწავლებლის პოციზია გახდა. კავკასიის უნივერსიტეტი იმ 38 სასწავლებელს შორისაა, რომელთა ადმინისტრაციებმაც განაცხადეს, რომ სტუდენტების საპროტესტო ნაბიჯს ემიჯნებიან და რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“.

ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო, რაც სოსო ბერიკაშვილმა…

Posted by Kakha Shengelia on Tuesday 14 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g