ლექტორი როსტომ ცხვედიანი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკა ხვედელიძეს მიმართავს.
ცხვედიანი ამბობს, რომ აქვს უფლება მიმართოს ეკა ხვედელიძეს, რადგან მას ბავშვობიდან იცნობს. ცხვედიანი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს სთხოვს, რომ საზოგადოების შესარიგებლად თავისი როლი შეასრულოს, რადგან მისი თქმით დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე „გადარჩენისთვის შერიგებაა საჭირო.”
„მე დღეს მინდა მივმართო ეკა ხვედელიძეს. შვილო, ეკა, მე მაქვს უფლება ასე მოგმართო, მოგმართავ ასე იმიტომ რომ ხელში აყვანილი მყავხარ ნატარები ბავშვობაში, შენც და ირმაც, შენი უფროსი და.
გაიხსენე კრილოვის ხუთ ნომერში, როცა მამაშენი, სულკურთხეული ფედია 40 წლის გახდა, ქალბატონ ლუდას გაწყობილ სუფრასთან ოთხი კაცი ვისხედით, თამადა მე ვიყავი, იმ ოთხიდან მარტო მე ვარ ცოცხალი. ოთარ ბელდიშევსკი, თამაზ კარტოზია ფედია ხვედელიძე და მე.
შვილო ეკა, გადი და იკითხე, მამაშენის ნამდვილი სახელი რამდენმა კაცმა იცის საქართველოში-ერთ-ერთი მე ვარ.
მე შენი სიყვარული მალაპარაკებს, არ მაქვს უფლება, რომ არ მიყვარდე. იმიტომ რომ ფედია ხვედელიძის მანქანის ნომერი მახსოვს ეკა, შვილო 64- 68… აი
ასეთი ახლობელი ვარ შენი.
შეიძლება თქვა რატო არ მოხვედიო, იმიტომ არ მოვედი, რომ ყველა თქვენთან მოსულს რაღაც სხვა მიზნებიო… არ მჭირდებოდა, მათხოვარი არასოდეს ვყოფილვარ.
დღეს საისტორიო ფორტუნამ მოგცა საშუალება რომ საქართველოს ისტორიაში დაიმკვიდრო ისეთი ადგილი როგორიც ბევრმა ქართველმა ქალმა დაიმკვიდრა…
მე მჯერა, რომ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ვინაიდან ერთხელ მოვისმინე, რომ შენმა მეუღლემ, წიგნი რომ მიართვეს, თქვა, ამას ეკა წაიკითხავს და მერე მეტყვისო. ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის. დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად.
ხომ ხედავ, შვილო, ეკა, რომ არავითარ მწვავე განცხადებას არ ვაკეთებ, თხოვნა მაქვს და თუ შენ, შენ ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსნე, დღეს საქართველოში ასე დგას საკითხი, სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გადავრჩეთ, გადარჩენისთვის შერიგებაა საჭირო, უნდა დათმონ, საქართველო რუსეთისკენ არ წავა.
გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები, რომ გააკეთე ის, რაც ქართველ ქალს, რაც ქალბატონ ლუდას და ფედიას შვილს ეკუთვნის“ – მიმართა როსტომ ცხვედიანიმა ეკა ხვედელიძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მამის მეგობრის მიმართვა ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკა ხვედელიძესმამის მეგობრის მიმართვა ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკა ხვედელიძეს
Posted by Formula • ფორმულა on ორშაბათი, 13 მაისი, 2024