ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი, რომლის შვილსაც ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ანემია განუვითარდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ „17-დღიანი დუმილის შემდეგ, დათიმ დღეს პირველად დაუძახა მამა“.
ცნობისათვის, 4 წლის დათი ყაჯრიშვილს რამდენიმე დღის წინ, სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი. მის დასახმარებლად არაერთი ადამიანი გაერთიანდა.