LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლები ხეზე მსოფლიოდან, რომლებიც ბავშვობაში გამოგზაურებთ – ,,ბონ ვოიაჟი”

185

თუ თქვენი ბავშვობის ოცნება ხეზე სახლი და ჩიტის თვალით გარემოს ყურება იყო, ალბათ უამრავჯერ გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა ასეთი ქოხი გქონოდათ. „ბონ ვოიაჟი“ წარმოგიდგენთ მსოფლიოს უჩვეულო და ზღაპრულ სასტუმროებს,რომლებიც თქვენი ბავშვობის ოცნებას ფრთებს შეასხამს და ხეზე აღმართულ სასტუმროებში გეპატიჟებათ.

  1. მწვანე სახლი – მონტანა (The Green)

ხეზე განთავსებული ეს სასტუმრო 12 ელეგანტურ დამოუკიდებელ საცხოვრებელს ოთხს მოიცავს. ტყეში განთავსებული სახლი თანამედროვე დიზაინისაა და სამ სართულადაა აგებული. კედლები ძირითადად მინისაა ამიტომ გარემოს ხილვა და ველური ბუნების წიაღში ღამის გათენება კიდევ უფრო მისტიკური საინტერესოა. ინტერიერს ბუხარი და დასავლური სტილის ტყავის ავეჯი ამშვენებს. აქ უამრავი საფეხმავლო ბილიკია,ასევე სასტუმრო ცხენებით გასეირნებასა და საჰაერო ბუშტით გადაფრენასაც გთავაზობთ.

 2.პლაია ვივა – მექსიკა (Playa Viva- Zihuatanejo, Mexico)

შვიდი სანაპირო, საოცარი ზღვის ხედები და 2 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული ჯადოსნური ხის ქოხები. თვალს გაახელთ და პირდაპირ ზღვას გასცქერით. ამ გარემოში დასვენება მართლაც საუკეთესო დასვენების საწინდარია. სასტუმრო სახლები 2021 წელს აშენდა ბამბუკისგან, რაც ამ გარემოს კიდევ უფრო უხდება. აქვე უნდა გაითვალისწინოთ რომ სასტუმროს ოთახები საკმაოდ ღიაა ამიტომ მათთვის ვისაც პირადი სივრცის ღიაობა დიდად არ ხიბლავს ეს ფაქტი გასათვალისწინებელია.

 3. ერთი და განუმეორებელი – მექსიკა (One&Only Mandarina- Mexico)

კიდევ ერთი ხის სახლი კერძო აუზით რივიერა ნაიარიტში– მექსიკაში მდებარეობს. წყნარი ოკეანის მშვიდი სანაპირო, ფართო ვერანდა, ღია აუზი და საოცარი ტროპიკული მცენარეების გარემოცვა, რაა თუ არა ზღაპრული ოცნების ახდენის საშუალება. ხის სახლები ამ მდიდრულ პლაჟის კურორტზე აშენდა ადგილობრივი კუმარუს ხის გამოყენებით.

4. ხეზე სასტუმრო – შვედეთი (Treehotel-Sweden)

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმრო შვედეთში, თუ არა ევროპაში, სწორედ ამ სასტუმროს აქვს. ერთი შეხედვით ეს სახლი უცხოპლანეტელების თეფშს მოჰგავს. ის სარკეებისგანაა დამზადებული და საოცარ გარემოს ისე ირეკლავს შესაძლოა მისი შემჩნევა გაგიჭირდეთ კიდეც. ხეზე სახლი შვედეთში 2016 წელს ქალაქ ჰარადში გაიხსნა. მიწიდან დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე ფიჭვის ტოტების გარშემო აგებული ლუქსი ხუთ ადამიანზეა გათვლილი. ყველაფერი სკანდინავიურ სტილშია ფანჯრები განკუთვნილია ჩრდილოეთის ნათების სასწაული ხედების სანახავად.

5. საიდუმლო ყურე- დომინიკა (Secret Bay- Portsmouth, Dominica)

კიდევ ერთ ტროპიკულ გარემოს დომინიკაში არსებული სასტუმრო საიდუმლო ყურე გთავაზობთ. კარიბის ზღვის აუზის კუნძულების ინტიმური თავშესაფარი, თავის ხის სახლებს “ნეტარების თავშესაფარს”, რადგან მათ აქვთ კონფიდენციალურობისა და სიმყუდროვის განსაკუთრებული გარემო. თითქმის 1000 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ხის ფეხებზე შემდგარი სასტუმრო ყველანაირ კომფორტს გთავაზობთ. შიდა და გარე სივრცე, ვერანდა, აუზი და ულამაზესი მცენარეებითა და ხეებით გარშემორტყმული .

6.ხეზე სახლი უტოპია-ტეხასი (Treehouse Utopia- Texas)

ეს საოცარი ხეზე სახლი სახელწოდებით უტოპია ტეხასში მდებარეობს და პირდაპირ ე.წ. ზარმაც მდინარეს გადაჰყურებს. აქ რამდენიმე ხეზე სახლია და თითოეული 2 სტუმარს იტევს. ხის ტოტები პირდაპირ სახლში იჭრება,ხოლო ოთახი აღჭურვილია ვიტრაჟებითა და მორთულია ფრანგული ანტიკვარიატით. ეს სასტუმრო ერთ ერთი ძვირადღირებული სიამოვნებაა.

7.ხეზე სასტუმრო ტბა მანიარას მიღმა-ტანზანია ( andBeyond Lake Manyara Tree Lodge- Lake Manyara National Park, Tanzania)

ხეზე სახლი მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია და საკუთარ სამზარეულოსაც მოიცავს. ხის სახლები ტანზანიაში მაჰაგანის ტყეში მდებარეობს, მანიაარას ტბის ეროვნულ პარკში. სახლები შექმნილია ადგილობრივი ხისგან და პალმის ფოთლების გარემოცვაშია ჩაფლული. თავისი მახასიათებლებით ხეზე სახლი იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის.

7.რიტს კარლტონიპუერტო რიკო (Dorado Beach, a Ritz-Carlton Reserve- Dorado, Puerto Rico)

სპა ბოტანიკო დორადოს სანაპიროზე რიცკარლტონის ნაკრძალში პუერტო რიკოში მდებარეობს. აქ ღამეს ვერ გაათევთ, მაგრამ ამ ულამაზეს ხეზე აპარტამენტში სასიამოვნო მასაჟსა და სპა პროცედურებს ნამდვილად ჩაიტარებთ და განტვირთული და გაუმჯობესებული განწყობით სხვა სასტუმროშიც ბედნიერად დაიძინებთ.

 8.ჰოშინოა-ბალი (Hoshinoya Bali- Bali, Indonesia)

გადახედეთ მდინარე პაკერიზანს ჩაის ხეზე სახლიდან. ჰოშინოია ასე ჰქვია ამ სასტუმროს და ის ბალიზე მდებარეობს.სტუმრებს შეუძლიათ ჯუნგლების გარემოცვაში საკუთარ კაფეში მიირთვან გემრიელობები. აქ ჭურჭლიდან დაწყებული ვილის ინტერიერით დამთავრებული ყველაფერი საოცრად ერწყმის ბუნებასა და არსებულ გარემოს და ნამდვილი ველური ბუნების წიაღში გაგრძნობინოთ თავი.

9. სონევა კირი- ტაილანდი (Soneva Kiri- Ko Kut, Thailand)

 ტაილანდში ხეზე სახლებს მრავლად შეხვდებით,თუმცა ეს ადგილი მინი კაფეა,რომელიც სანაპიროზე ველურ ბუნებაშია განტავსებული. ბამბუკის ასწლოვან ხეებში გადმოკიდებული კაბინა ტროპიკული გარემოს აღსაქმელად საუკეთესო საშუალებაა. ადგილობრივი კერძები და ულამაზესი ხედები,ზღვის ნიავის ფონზე ტაილანდის ამ მხარეში ვიზიტისას არ უნდა გამოგრჩეთ. აქვე შეგიძლიათ ზიპლაინითაც ისარგებლოთ.

10. ფინკა ბელავისტა, კოსტა რიკა

ეს ერთოთახიანი სახლები მიწიდან დაახლოებით 27 მეტრითაა დაშორებული. კომპლექსს ერთდროულად 6 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია. თუ ნამდვილი ექსტრემალი ხართ, აქვე ზიპლაინითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

magti 5g