LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პატნიორი ყირგიზეთი, საიმპორტო კი – თურქეთი იყო

127
საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 763.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 0.3%-ით გაიზარდა და 4 800.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყვნენ:  ყირგიზეთი (291.6 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (230.4 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (208.3 მლნ აშშ დოლარი), საიმპორტო პარტნიორების სამეულში კი მოხვდნენ: თურქეთი (839.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (606.4 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (445.5 მლნ აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები (576.6 მლნ აშშ დოლარით), ყურძნის ნატურალური ღვინოები (126.5 მლნ აშშ დოლარით) და ფეროშენადნობები (82.4 მლნ. აშშ დოლარით). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით (შეადგინა მთელი იმპორტის 15%), ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით (იმპორტის 8.8%) და დაფასოებული სამკურნალო საშუალებებით (იმპორტის 4.5%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g