მაია ჯაბუა შვილთან, ლიზა ყენიასთან ერთად გადაცემის ,,მხოლოდ ლელასთან” სტუმარია.
მაია იხსენებს, როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც აშშ-დან მოულოდნელად დაბრუნებული ლიზა სახლში მივიდა.
,,ვფიქრობდი, რადგან საბუთი უკვე აიღო რამდენიმე თვეში შეძლებდა ჩამოსვლას. მართლა არ მეგონა, ასე უცებ თუ დაბრუნდებოდა. ისე დაემთხვა, რომ თბილისში ვიყავი სახლში და თორნიკემ, რომელიც მისი მოკავშირე აღმოჩნდა მითხრა მაღაზიაში ჩავალო. გავედი თორნიკე შევამოწმე და დავინახე, შემოვიდა ლიზა.
რა გითხრა, დავმუნჯდი, ვერაფერი ვთქვი. ძალიან ძნელია, რადგან მე ადვილად ვერ გამოვხატავ. ჩამეხუტა და ვერ აღგიწერთ ეს რა ბედნიერებაა. ჩაეხუტო შვილს, რომელიც ძალიან გენატრებოდა”, – ამბობს მაია ჯაბუა.