LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მივხვდი, რომ დედაც იყო, დაც და მეგობარიც…“ – ეკა კახიანისა და მაია ჯაბუას 55-წლიანი მეგობრობის ამბავი

994
ეკა კახიანი (1)

„დილა მშვიდობისა საქართველო“ მაია ჯაბუასა და ეკა კახიანის მეგობრობის შესახებ გვიყვება. მომღერლები ამბობენ, რომ ერთმანეთს 55 წელია იცნობენ.

მაია:

„მზიური“ იყო ჩვენს ცხოვრებაში და მას მერე ხელჩაკიდებულები მოვდივართ მთელი ცხოვრება. ჩვენ ვართ 55 წლის მეგობრები… სხვადასხვა ჯგუფში კი ვმღეროდით, მაგრამ ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. მე მყავდა ჩემთვის გამორჩეული ეკა… სასახლეში ყველას ეკეთა დიდი ბაფთა, დიდი კაბები ეცვათ… ეს არ მომწონდა. ეკას ხასიათი მომეწონა და ჩემთან მსგავსება დავიჭირე. მივედი გაკვეთილზე, აღმოჩნდა კონცერტი. მე არ მეცვა საკონცერტო კაბა. რომ გამოვიდა კულისებში ეკა, უთხრეს, მაიას ათხოვებ კაბასო? გაიხადა და მათხოვა…“

ეკა:

ბევრს ვმოგზაურობდით. სასტუმროში, ოთახში ერთად შევდიოდით. მე ცოტა მეშინოდა სიბნელეში დაძინება. მაია დაწვებოდა ჩემთან, დამაძინებდა და მერე გადადიოდა თავის ლოგინში, აქრობდა შუქს. იქ მივხვდი, რომ დედაც იყო, დაც და მეგობარიც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g