LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 19-წლიანი ლოდინის შემდეგ ნანატრი სასწაული – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში 58 წლის ასაკში წყვილს პირველი შვილი შეეძინა

219
ცოლ-ქმარი

„დილა მშვიდობისა საქართველო“ წარმოგვიდგენს წყვილს, რომელსაც 19-წლიანი ლოდინის შემდეგ ნანატრი შვილი შეეძინა.

ნანა ურუშაძე:

„იმ დღიდან, როცა დავქორწინდით, შვილი გვინდოდა. ყოველდღე ველოდებოდით ამ შედეგს. როცა ჩემმა ექიმმა მომწერა, ორსულობა შედგაო, ორივემ ერთად წავიკითხეთ. განცვიფრებული ვიყავი. სრულიად მოულოდნელად, 58 წლის ასაკში გადავდგით ეს ნაბიჯი და გაგვიმართლა, ღვთის წყალობით. ჩემს ექიმს ვეუბნებოდი, ძალიან ბოლოსკენ არ გადადო ჩემი საკეისრო კვეთა, რადგან ოქროს დაბადების დღეს ვერ მოვესწრებით ჩვენი შვილის და შუა რიცხვებისკენ გადმოწიე-მეთქი.

გენადი ხომერიკი:

სხვანაირი შეგრძნებაა. 17 ივნისზე უკეთესი დღე არ არსებობს ცხოვრებაში. რაც მოხდა ჩვენს თავს, სასწაულია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები