„დილა მშვიდობისა საქართველო“ ესტუმრა მსახიობ კახა მიქიაშვილს, რომელმაც გადამღებ ჯგუფს თავისი სახლი დაათვალიერებინა და კითხვებზე უპასუხა.
კახა მიქიაშვილი:
ყოველთვის ადრე მეღვიძება. თუ მაქვს თავისუფალი დრო და არ მეჩქარება, საუზმეს ვიმზადებ. საუზმის ადამიანი ვარ. რა დროსაც უნდა ვდგებოდე, დილის ხუთზე თუ ექვსზე, სულ ვიტოვებ იმის დროს, რომ მშიერი არ გავიდე სახლიდან, კიდევ მაქვს დილის პროცედურები და დრო გათვლილი მაქვს… მეგობარი მეხუმრება, რომ ჯანმრთელი სიკვდილი გინდაო. არ ვეწევი, თითქმის არ ვსვამ… მიუხედავად იმისა, რომ არ ვსვამ, სასმელების შეგროვება დავიწყე…
როგორი მამა ხარ?
ანასტასია და თინა – ანასტასია არის 20-ის, თუნა ხდება 14-ის. ვისურვებდი, რომ ყველა კუთხით უკეთესი მამა ვიყო. მეტ დროს ვუთმობდე, ზოგადად, უფრო თბილი ვიყო, სიყვარულის გამოხატვა ზოგადად ჩემი პრობლემაა. თითქმის არ მახსენდება, რომ ხმა ამეწიოს. ისინი თავად აბალანსებენ, რომ ზღვარი და პატივისცემა არის და არ მიწევს სიმკაცრე. უფრო ვცდილობ, მეგობრული ვიყო. ბავშვობიდან ვეუბნებოდი, ყველაფერი მითხარი, შენს მხარეს ვიქნები, მოდი, ვიმეგობროთ…
