მცხეთაში, იმედა კახიანის სახლში, ოჯახის მეგობრები – ცნობილი სახეები შეიკრიბნენ. ოჯახურ შეკრებას სადღესასწაულო განწყობა, მუსიკა და იუმორი ახლდა.
ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, ქეთო თოფურიძე, სტუმრებს შორის იყვნენ ანრი ჯოხაძე და დალი ჩიტალაძე. სუფრას განსაკუთრებული ხალისი კი იმერეთიდან ჩამოსულმა ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ შესძინა.
დათომ ეკა კახიანთან და ნინი ბადურაშვილთან ერთად ცნობილი სიმღერა „საბუდარელი ჭაბუკი“ შეასრულა, რასაც სტუმრების მხრიდან მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა.
შეკრების დროს დათო ლიკლიკაძემ კახიანების სახლი და ეზო დაათვალიერა და აღნიშნა, რომ იქ ულამაზესი გარემოა.
ოჯახური შეკრების ამსახველ კადრებს ერთ-ერთი სტუმარი Koki Ferrazi Pangani სოციალურ ქსელში ავრცელებს.
