LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

126
ტურიზმის სექტორი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და Twinning-ის პროექტის მუდმივმა მრჩეველმა იუსტინა პაულაუსკაიტემ.

ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, შედეგები მიმოიხილა და ტურისტულ სექტორში ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებულობაზე და მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის ფარგლებში, ლიეტუვის მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ტურიზმის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ვალდემირას სტემპკაუსკასიმ მონაწილეებს ლიეტუვაში არსებული გამოცდილება  გაუზიარა, GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის იურისტმა ნინი ცაბუტაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კანონმდებლობა და არსებული გამოწვევები წარუდგინა.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ტურიზმის ადმინისტრაციის, ლიეტუვის მომხმარებლის დაცვის უწყების, ტურიზმის სექტორის და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

magti 5g