LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ორი წლის განმავლობაში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 1300-მდე განაცხადი განიხილა

111
მომხმარებლის უფლებების დაცვა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგების მიხედვით, ორი წლის სტატისტიკას აქვეყნებს.

კერძოდ, 2022 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით, სააგენტოში 1295 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც საქმეების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა. გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი 70% ქალს და 30% მამაკაცს შეადგენს. მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, 35% კი – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 55 მოვაჭრეს, 95 საქმეზე, ჯარიმა დაეკისრა, ჯამში, 66 184 ლარი. მომხმარებლის სასარგებლოდ ანაზღაურდა 600 000 ლარამდე. საანგარიშო პერიოდში დარღვევა არ დადასტურდა 7 შემთხვევაში.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შესული განაცხადების მიხედვით, რეგიონებს შორის 82%-ით თბილისი ლიდერობს.

magti 5g