LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკმა საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის დააჯილდოვა

114
ირაკლი ლექვინაძე

საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის დაჯილდოვდა, უფრო კონკრეტულად, მსოფლიო ბანკმა საქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის, განცხადებების ეფექტიანად განხილვისა და საკითხის მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტის მიმართულებით სამიდან ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა.

ღონისძიებას, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრო. ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA), მსოფლიო ბანკისა (World Bank Group) და მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიღებული ჯილდო საქართველოში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯების კიდევ ერთი დადასტურებაა.

ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) მიწვევით  კონფერენციაში  მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი 2022 წელს მიიღო და მის აღმასრულებელ უწყებად კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განისაზღვრა. 2023 წლიდან, სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის პარტნიორია. აღნიშნული ქსელი მომხმარებლის დაცვის მიმართულებით 80-ზე მეტი ქვეყნის უწყებას და წევრ ორგანიზაციას აერთიანებს.

magti 5g