LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა ფხალაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა

111
შეხვედრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგეტიკული ურთიერთკავშირის და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აღნიშნული კვლევის შესრულების დეტალებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, რაც კაბელის მარშრუტის დეტალიზაციას, გარემოსდაცვით და სხვა მიმართულებებს უკავშირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი იყო, რომელიც ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მსოფლიო ბანკის მისიასთან გამართულ შეხვედრაში ინგა ფხალაძესთან ერთად ასევე მონაწილეობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g