„ბიბლიური ელფერის ღამე იყო. ქრისტემ იცოდა, რომ ერთი მათგანი გასცემდა. საქართველომ იცის, რომ 84 უღალატებს“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, დათო გორგილაძე, რითაც ეხმაურება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.
ცნობისთვის, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს – ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება
პლენარული სხდომის პარალელურად აქცია არის დაგეგმილი.
სოსო ფხაკაძე „ოცნებას“ მოუწოდებს, არ დაძლიოს ვეტო ან კანონის ამოქმედება მომდევნო წლამდე გადადოს: „იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება“
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე ოფცია ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი.“
„28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს.
ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – წერია ინფორმაციაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.