LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგრულად „რატომ“? არის მუშენ? „იმიტომ“ – თიშენ.. ჰოდა, გამიჩნდა იდეა, შევქმნათ ახალი სამართლებრივი მიმდინარეობა და თეორია, რომელსაც მუშენ-თიშენის თეორია ვუწოდოთ“ – „ოცნების“ დეპუტატი

155
თენგიზ შარმანაშვილი

27 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარდგენის დროს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებას, „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

საუბარია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის კითხვაზე – „რატომ უნდა გაუქმდეს კანონის მესამე მუხლი“ და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის საპასუხო ფრაზაზე: „იმიტომ“.

„ბატონმა ლადო კახაძემ მიაქცია ჩვენი ყურადღება იმას, რომ მეგრულად რატომ? არის მუშენ? იმიტომ-თიშენ. ჰოდა, გამიჩნდა იდეა, რომ შევქმნათ ახალი სამართლებრივი მიმდინარეობა და თეორია, რომელსაც მუშენ-თიშენის თეორია ვუწოდოთ“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ბატონმა ლადო კახაძემ მიაქცია ჩვენი ყურადღება იმას, რომ მეგრულად რატომ? არის მუშენ ?, იმიტომ-თიშენ. ჰოდა, გამიჩნდა იდეა,…

Posted by Tengiz Sharmanashvili on სამშაბათი, 28 მაისი, 2024

„თქვით, რომ დღევანდელი დღე მძიმეა, ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული, ჩემი აზრით, წაკითხვაც გაგიჭირდათ“ – ღუდუშაური პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

„ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“ – ნინო წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

პოპულარულები