LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვით, რომ დღევანდელი დღე მძიმეა, ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული, ჩემი აზრით, წაკითხვაც გაგიჭირდათ“ – ღუდუშაური პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

163
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, სიტყვით მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა და მას კონკრეტიკისკენ მოუწოდა.

„ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“ – ნინო წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

„სიმართლე გითხრათ, აქამდე ვერსად მოვისმინეთ მსჯელობა, ან დისკუსია, რასაც ჰქვია კონკრეტიკა, საერთოდ, არის ზოგადი საუბრები. მე მოგიწოდებთ, რომ კონკრეტიკა იყოს აუცილებლად თქვენი მხრიდან.

სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ. თქვენ შესავალში ახსენეთ – დღევანდელი დღე მძიმე არისო, ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული.

მე მითხარით და უთხარით საზოგადოებას, კონკრეტულად რომელი მუხლია, რომლითაც იზღუდება ან რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი პრობლემა, ან შეზღუდვა შეიძლება შეექმნას მედიასაშუალებას, ან არასამთავრობო ორგანიზაციას? იქნებ ჩვენ არ ვიცით და გვითხრათ? მსჯელობა ხომ ეს არის?“ – მიმართა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი მსხილაძეს.

„მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს“ – სახალხო დამცველი უმრავლესობას