მენორკის გაცეცხლებულმა მაცხოვრებლებმა პოპულარული ევროპული კურორტის ქუჩები ჯაჭვებით შემოსაზღვრეს, რათა ტურისტები დაეფრთხოთ. ამის შესახებ Daily Mail წერს.
ესპანეთის საკურორტო ქალაქების მოსახლეობა ამ გზით ვიზიტორთა გადაჭარბებულ რაოდენობასთან ბრძოლას აგრძელებს. ინტერნეტში მასობრივად გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს ჯაჭვები, რომელიც ერთი ვიწრო ქუჩიდან მეორეზე გასასვლელს კეტავს.
შეგახსენებთ, რომ როგორც მანამდე გახდა ცნობილი, კანარის კუნძულებიდან ბრიტანელმა ტურისტებმა მასობრივად დაიწყეს წასვლა, რადგან ტურიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით იყვნენ უკმაყოფილო.