ისევე როგორც ყველა განვლილი ეპიზოდი, მუსიკალურ პროექტ „რანინას“ VII სეზონიც დასამახსოვრებელი და გამორჩეული იყო ნიჭიერი მონაწილეებითა და შეუდარებელი ნომრებით.
პროექტის გამარჯვებული ამჯერად ანდრია ფუტკარაძე გახდა, მასთან ერთად კი ფინალში მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგნენ ბარბარე მორგოშია და სანდრო გურგენაძე.
ბარბარე მორგოშიამ ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად რევაზ ლაღიძის „ნუში“ შეასრულა, მას აკომპანემენტს ზვიად ბოლქვაძე უწევდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ბარბარეს შეურადებელი ნამღერით აღფრთოვანებას არ მალავენ და ვიდეოს კომენტარებში უამრავ დადებით შეფასებას წერენ:
„პატარა საოცრება“, „ნუშის ყვავილი“, „შენმა ნამღერმა გული გამითბო“ – წერენ ვიდეოს კომენტარებში.
ბარბარე მორგოშია & „შავნაბადა“ – „ნუში“ 🎼#რანინა ბარბარე მორგოშია & „შავნაბადა“ – „ნუში“ 🎼
Posted by რანინა • 1tv.ge on კვირა, 26 მაისი, 2024