LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურებისთვის ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურა აშენდება

32

ამბროლაურში, აეროდრომის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება, – აეროპორტის მშენებლობის, აღჭურვის და ოპერირებაში შეყვანის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების სწრაფად შესრულების მიზნით, მთავრობა გამარტივებულ შესყიდვას მიმართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც რეგიონში მცხოვრებთა დამაგრებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს მთლიანად რაჭაში ტურიზმის განვითარებას. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დავასრულებთ აეროდრომის სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას და დასრულებული იქნება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, შესაძლოა, ტერმინალის იმ მდგომარეობამდე მიყვანაც, რომ მგზავრების მიღება მოხერხდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურებისთვის, დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელსაც 23 სექტემბრიდან, ევროპისკენ 7 მიმართულება ემატება.

პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო წელს, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს ორი მოვლენა კონტექსტში, ქუთაისიდან, ევროპისკენ, ჯამში 11 მიმართულებით, შეღავათიან ფასად მგზავრობის საშუალებას შექმნის.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები