LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე 9 წელია არანაირი ურთიერთობა არ მქონია“ – ლენი კრავიცის გულახდილი ინტერვიუ

228
page

ლენი კრავიცმა გამოცემა The Guardian-ს ინტერვიუ მისცა, სადაც პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა.

„მახსოვს, ერთხელ მამაჩემმა მითხრა, რომ მე მისი ასლი ვიქნებოდი. რომ გავიზარდე, ეს აღარ მინდოდა, მამაჩემი მექალთანე იყო და დედას გამუდმებით ღალატობდა. მე არ ვაძლევ ჩემს სურვილებს საშუალებას, ჩემი სხეული დაიმონონ. მე უკვე 9 წელია არავის ვხდები და არანაირი ურთიერთობა არ მქონია“, – აცხადებს მუსიკოსი და მსახიობი, რომელიც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.

შეგახსენებთ, 26 მაისს, ლენი კრავიცი 60 წლის გახდა. დაბადების დღემდე ორი დღით ადრე, მან მე-12 სტუდიური ალბომი – Blue Electric Light გამოუშვა. იუბილე და ახალი დისკის რელიზი საკულტო არტისტმა, საფრანგეთში იზეიმა. წვეულებაზე, ნაომი კემპბელი, სელმა ჰაიეკი, კრის როკი, ლენის ექს-მეუღლე ლიზა ბონეტი და მათი ერთადერთი საერთო ქალიშვილი, ზოე კრავიცი იმყოფებოდნენ.

ვიდეო: სელმა ჰაიეკი, ნაომი კემპბელი – ლენი კრავიცის ვარსკვლავური იუბილე პარიზში

ფოტო/ვიდეო: ლენი კრავიცი სცენაზე ახალი დისკით ბრუნდება

„დედამიწაზე ყველაზე ლამაზ ქალზე ვიყავი დაქორწინებული და ამას ვერ ვამჩნევდი“ – ლენი კრავიცი People-ის გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები