„მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო იღებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელ კანონმდებლობას და შენ ყველაფერს აკეთებ ამის ხელშეშლისთვის, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებული უნდა იყოს და ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო“ – აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა გააკეთა.
„ქართული ოცნების“დეპუტატი გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას.
„მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო იღებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელ კანონმდებლობას და შენ ყველაფერს აკეთებ ამის ხელშეშლისთვის, შემდგომ თითოეულ დეპუტატზე ახორციელებ თავდასხმას მათი ფსიქოლოგიური, ფიზიკური დაზიანების მიზნით, არ ერიდები არასრულწლოვანებს, ასაკოვანებს, არ აქცევ ყურადღებას არანაირ სტანდარტს, გამოდიხარ საზიზღარი მოწოდებით და ახალისებ ფაშიზმს, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებული უნდა იყოს და ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო“ – აღნიშნა წილოსანმა.