LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ კანონი კარგად წაიკითხოს. როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები. „რუსული კანონიდან“ სიტყვა „აგენტის“ ამოღება არ ცვლის „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რომ ყველა არის ჯაშუში“ – თეონა აქუბარდია გურამ მაჭარაშვილს

159
თეონა აქუბარდია

„გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს, საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები“ – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა თეონა აქუბარდიამ უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას, რომ „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღებას აპროტესტებს“.

მისივე თქმით, ვერც გურამ მაჭარაშვილი, ვერც „ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება დააბრუნოს ის დრო, როდესაც საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა

გურამ მაჭარაშვილი: ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას

„გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ კანონი კარგად წაიკითხოს. საერთოდ, ქართული კანონმდებლობა იცოდეს და როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები. კიდევ ერთხელ ცხადია, რომ „რუსული კანონიდან“ სიტყვა „აგენტის“ ამოღება არ ცვლის „ქართულო ოცნების“ პროპაგანდას, რომ ყველა, ვინც განსხვავებულად აზროვნებს, არის აგენტი ჯაშუში და დასავლეთი არის მტერი და ამ შემთხვევაში, რუსეთი მოყვარე.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის „ქართული ოცნების“ სამსახურში ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა. ეს არის ჩვეულებრივო პროპაგანდის გაგრძელება. ვერც გურამ მაჭარაშვილი, ვერც „ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება დააბრუნოს ის დრო, როდესაც საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმ საბჭოთა წარსულზე, რომელსაც ახლა მათ შორის, გურამ მაჭარაშვილი აბრუნებს საქართველოში“ – განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გამაცხადა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში.