პარტია „დროას“ წევრს მარიამ სიჭინავას თავს დაესხნენ. ამის შესახებ სიჭინავა „ფეისბუქში“ თავად წერს. მისი თქმით შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შვილთან ერთად იმყოფებოდა:
„დღეს ჩემს შვილთან ერთად მოვედი სტუმრად მეგობართან ( გამსახურდიას ქუჩაზე) და თავს დამესხა Tamaz Wurwumia , ჯოხით, რომელიც თავში მირტყა, გინებით და შეურაცხყოფებით. სამწუხაროდ ტელეფონი მქონდა დამჯდარი და ვერ გადავიღე.
მედიებს ვთხოვ, არ ვაპირებ ეს ახ**ები ვაპიარო და ამ თემაზე არ დამირეკონ.
არავის, აბსოლუტურად არავის, არ შეგრჩებათ ეს სიგიჟე“- წერს სიჭინავა.
დღეს ჩემს შვილთან ერთად მოვედი სტუმრად მეგობართან ( გამსახურდიას ქუჩაზე) და თავს დამესხა Tamaz Wurwumia , ჯოხით,…
Posted by Mariam Sitchinava on კვირა, 02 ივნისი, 2024
განცხადებას ავრცელებს პარტია „დროაც“. როგორც პარტიის „ფეისბუქზე“ ვკითხულობთ, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მარიამ სიჭინავას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:
„დღეს, 2 ივნისს, “ქართული ოცნების” დაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია “დროას” წევრს, მარიამ სიჭინავას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც მარიამი ამბობს, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა.
ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი ვიცით. თითოეული თქვენგანი მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის ღალატისთვის!
არა რუსულ რეჟიმს!“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
❗️დღეს, 2 ივნისს, “ქართული ოცნების” დაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია “დროას” წევრს, მარიამ…
Posted by Droa • დროა on კვირა, 02 ივნისი, 2024