LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დროა“, „ახალი“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ – „ვერთიანდებით იმიტომ, რომ სახლში გავუშვათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“

138
ნიკა გვარამია

პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი ტავისუფლებისთვის“, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.

ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა:

„ჩვენი პარტიული ძალები – პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“, „დროა“ და „გირჩი“ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიისა და იმ უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს და განსაზღვრავს მის მომავალს და ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად.

ჩვენ დღეს ვერთიანდებით, იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, საქართველოს მოვაშოროთ რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ქართველებმა კი უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში იცხოვრონ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პოპულარულები