LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის აღვირახსნილი და უღირსი ქმედებები.. კანონის ფარგლებში ელოდეთ შესაბამის რეაგირებას“ – გრიგოლ ლილუაშვილი „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ პროექტზე

316
ლილუ მზა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ პროექტ MONA.GE-სთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მათგან აღვირახსნილ და უღირს ქმედებებს ელოდება.

„თუ კი ამ ვებგვერდზე აიტვირთება საჯაროდ ის მონაცემები, რომლებიც ჩაითვლება კანონდარღვევად შესაბამისი მორეაგირე უწყებები ალბათ განახორციელებენ შესაბამის რეაგირებას.

პირადი მონაცემები ადამიანისა, რომლის გამჟღავნებასაც პერსონალურ მონაცემთა კანონით არის უზრუნველყოფილი და დადასტურებული.

თუკი გამოქვეყნდა ისეთი მასალები, რომელთაც შეხება აქვთ ამ პირების პირად უსაფრთხოებასთან, რა თქმა უნდა მოჰყვება რეაგირება.

რასაც შეიძლება ველოდოთ მათგან, ეს არის აღვირახსნილი ქმედებები, ამ აღვირახსნილი ქმედებების და უღირსი ქმედებების ფონზე, ელოდეთ შესაბამის რეაგირებას კანონის ფარგლებში,“ –  თქვა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას ხელმძღვანელობით „ინტერნეტ“ პორტალი MONA.GE შექმნა.

პარტიები ამბობენ, რომ მიზანია გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლის და რუსული წესებით ითამაშებენ.

„ქართული ოცნება“ მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს – „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ განცხადებას ავრცელებენ

„ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს რა შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება“ – კალაძე „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ პროექტზე