LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები.. არასდროს შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას და ყველა ოკუპანტი, რომელიც იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს უმკაცრესად აგებს პასუხს“ – „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“

124
Untitled design (3)

პარტიები „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ სოფელ კირბალში, საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას განცხადებით ეხმაურებიან.

„სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

„დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ სამძიმარს ვუცხადებთ მოკლულის ოჯახს და მთელს საქართველოს.

ქართულ სახელმწიფოს ჰყავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია – ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე გვიკლავს მოქალაქეებს და ამისთვის პასუხს არ აგებს.

საქართველოს მოღალატე ხელისუფლება კი გვარწმუნებს, რომ რუსეთი პრობლემას არ წარმოადგენს და მათთან ურთიერთობების დათბობითა და გაღრმავებით არის დაკავებული მაშინ, როცა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წლებია ყოველგვარი მხარდაჭერისა და თვალყურის გარეშე არიან მიტოვებული.

როცა, საოკუპაციო ხაზთან არ არსებობს სათვალთვალო – საკონტროლო საშუალებები და საპოლიციო პატრულირების ჯგუფები, რათა მოხდეს ამგვარი ფაქტები პრევენცია და აღკვეთა. რუსების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა საპოლიციო დანაყოფები და საკონტროლო პუნქტები, რაც საშუალებას აძლევს ოკუპანტებს, დაუბრკოლებლად იძალადონ საქართველოს მოქალაქეებზე.

როცა, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ გაზრდილიყო საერთაშორისო წნეხი და რუსეთს ამ სასტიკი მკვლელობებისთვის პასუხი ეგო.

როცა, სულ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად კირბალში ქართული დროშის აღმართვის შემდეგ, ოკუპანტებმა ეკლესიის კარი აჭედეს. ამაზე პასუხად კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პრობლემა ქართული დროშის აღმართვა და არა რუსულ ოკუპაციაა.

სწორედ, სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები. ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას და ყველა ოკუპანტი, რომელიც იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს უმკაცრესად აგებს პასუხს. მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიის ყველა გოჯს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ამავე თემაზე:

„სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს“ – სუსი

„ეს არის უხეში თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე – მომხდარი კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ სახეს“ – სალომე ზურაბიშვილი კირბალში მომხდარზე

„როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს „ქართული ოცნება“, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან“ – თეონა აქუბარდია სოფელ კირბალში მომხდარზე

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გიორგი გახარია: ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას

პოპულალურები