LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda-მ ახალი ქროსოვერი წარმოადგინა

14

კომპანია Skoda ბერლინში სპეციალურ ღონისძიებას გამართავს, სადაც ახალი შვიდადგილიანი ქროსოვერი – Kodiaq-ი წარსდგება ავტომოყვარულების წინაშე. ახალი მოდელის ფოტოები და ტექნიკური მახასიათებლები პრემიერამდე დიდი ხნით ადრე უკვე იყო ცნობილი.

ახალი ,,ლამაზმანი’’ პლათფორმა MQB – ს ბაზაზე იქნება აგებული. მისი სიგრძე 4697 მილიმეტრია, ხოლო მისი სიგანე 1882 მილიმეტრს შეადგენს ხოლო რაც შეეხება მის სიმაღლეს 1676 მმ-ია. მოდელის მასა 1452-დან 1540 კგ-ს შეადგენს.

მოდელი აღჭურვილია ტურბო ძრავით, რომლის ტევადობაც 2 ლიტრს შეადგენს. საწვავის ტიპი ორი სახის საწვავით განისაზღვრა. დიზელის ტიპის ძრავის სიმძლავრე 150 ან 190 ცხენის ძალას შეადგენს. ბენზინის ტიპის ძრავის სიმძლავრე კი 180 ცხენის ძალითაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები