LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვლინდა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი – რა თანხით დაჯარიმდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი

121
შავი ზღვის დაბინძურება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ზღვა სამეურნეო წყლებით პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა დააბინძურა:

„ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის…

Posted by გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი on სამშაბათი, 04 ივნისი, 2024

პოპულარულები