LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალი საბანაძე: პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის „ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! – თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ

168
ნატალი საბანაძე

პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ განაცხადა.

„უცხოური აგენტების კანონი” მთავრობის ანტი-დემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია – კონგრესმენი ჯო უილსონი

“საქართველოს მთავრობა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას შეუერთდა, რომლის სათავეშიც რუსეთია. უკრაინაში თავისი ომით რუსეთი არა მხოლოდ უკრაინელი ერის დამორჩილებას და თავისი გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობს, ის ასევე მსოფლიო წესრიგის დევესტერნიზაციას ცდილობს. უკრაინა მთავარი ფრონტია, უფრო პატარები გაჩნდა საქართველოში და სხვაგან მსოფლიოში. საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებები, ისეთები, როგორიცაა “უცხოური აგენტების” კანონპროექტი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების ჩინეთისთვის გადაცემა, “გახრწნილი დასავლეთის” შესახებ რუსული ნარატივის გამეორება და მსოფლიო ეკონომიკის დედოლარიზაციის კურსისადმი მიმხრობა – ამ ტრანსფორმაციის ნიშნებია. მაგრამ შეცდომა არ დაუშვათ, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი და მისი მთავრობა სხვადასხვა მხარეს დგანან. სწორედ ამიტომ არის MEGOBARI Act ასე მნიშვნელოვანი. ქართველებმა თავად უნდა იბრძოლონ საკუთარი თავისთვის, როგორც ვაკეთებდით ამას, მაგრამ მეგობრები გვჭირდება. მათ, ვინც უგულებელყოფენ ჩვენს მშვიდობიან და დემოკრატიულ ნებას, ვინც გვართმევენ მომავალს, რომელიც ჩვენი შვილებისთვის გვსურს – შედეგები უნდა მიიღონ. საქართველო, როგორც ქვეყანა, თქვენი მხარდაჭერის გაგრძელებას იმსახურებს, მაგრამ პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია. თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ჩვენს ბრძოლაში, რომ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ არასწორ მხარეს”, – განაცხადა საბანაძემ.

„ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს“ – კონგრესმენი სტივ კოენი

,,საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ კანონს შეერთებულ შტატებთან არანაირი კავშირი არ აქვს” – მეთიუ მილერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g