მსახიობი, მომღერალი, რუსთავი 2-ის წამყვანი, რადიოწამყვანი ლაშა რამიშვილი ქალიშვილთან, მართასთან ერთად გადაცემა „იმედის დღეს“ სტუმრობდა.
მართას, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს – სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ის მამასთან ერთად ხშირად ასრულებს სხვადასხვა სიმღერას.
ვიდეო: „რა ღამეა“ – ლაშა რამიშვილი ქალიშვილთან ერთად ამღერდა: „ბრავო! მართა, მამიკოს გოგო…“
ამჯერად გადაცემაში მართამ საოცარი არტისტიზმით და ოსტატობით შეასრულა გია ყანჩელის სიმღერა „ქაფჩა და აგური“ მულტფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“.
ვიდეო: ლაშა რამიშვილის ქალიშვილმა თავისი შესრულებით „ჩვენი ოჯახის“ წამყვანები გააკვირვა
აღსანიშნავია, რომ სიმღერის არანჟირება მარიკა ქაცარავას ეკუთვნის.
მართას ნამღერმა ამჯერადაც, აუდიტორიის და სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან დიდი მოწონება და კომპლიმენტები დაიმსახურა: „რა კარგად მღერის“ – წერენ კომენტარებში.
🎤💖 მართა რამიშვილი, სიმღერა – "ქაფჩა და აგური"🎤💖 მართა რამიშვილი, სიმღერა – "ქაფჩა და აგური" 🎼კომპოზიტორი – გია ყანჩელი, არანჟირება – მარიკა ქაცარავა
Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2024
ვიდეო: „გაზაფხულის შუქს მივყვებით მადლიანს“ – მართა და ლაშა რამიშვილების შესრულება