LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ჩვენი გული სავსეა სიყვარულითა და მადლიერებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემი მეუღლე“ – ფეხბურთელ დავით ხოჭოლავას და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ

268
BeFunky-collage (22)

საქართველოს ნაკრების წევრს დავით ხოჭოლავას და მის რჩეულს, იულია სიდარენკოს შვილი შეეძინათ.

ახალშობილის ფოტოებს სოციალურ ქსელში იულია ავრცელებს. როგორც ირკვევა მათ ბიჭუნას ადრიანი დაარქვეს.

ბედნიერმა დედამ უსაყვარლესი მეუღლისთვის თბილი სიტყვბი არ დაიშურა.

„ჩვენი პატარა ბიჭი ადრიანი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი გული სავსეა სიყვარულითა და მადლიერებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემი მეუღლე. მიყვარხარ უსასრულოდ“, – წერს იულია.

ცნობისთვის, იულია, რომელიც „მის უკრაინა 2016“- ის ფინალისტი იყო, გათხოვების შემდეგ მეუღლის გვარზე გადავიდა. ფეხბურთელ დავით ხო­ჭო­ლა­ვას რჩე­უ­ლი ხარ­კო­ვე­ლია. იულია ფოტომოდელია და წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს.

„მად­ლო­ბა ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის“ – ფეხბურთელ დავით ხოჭოლავას უკრაინელი რჩეული ჰყავს – ფოტოები წყვილის სოციალური ქსელიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g